Аңдатпа
თანამედროვე რეალობამ გარკვეული ცვლილებები შეიტანა კულტურული მემკვიდრეობის გაგებაში, რომელშიც იგულისხ-მება არა მხოლოდ კულტურული და ისტორიული ძეგლები, არამედ ბუნებრივ/ტერიტორიული ზონებიც, რის შედეგედაცკულტურულ მემკვიდრეობაში მოიაზრება როგორც მატერიალური(ფიზიკური) ასევე არამატერიალური(სულიერი)კომპონენტები. ყაზახეთის რესპუბლიკას მდიდარი კულტურული და ისტორიული წარსული გააჩნია. მას როგორცახალგაზრდა სახელმწიფოს აუცილებლად ჭირდება აღიარებული სულიერი ღირებულებები, რომლებიც გაამყარებენ მისსაფუძველს. ,,კულტურული მემკვიდრეობის” სახელმწიფო პროგრამა შემუშავებულია ყაზახეთის პრეზიდენტის ნ. ნაზარ-ბაევის ინიციატივით კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებელი სამუშაოების გასაძლიერებლად. პროგრამის პირ-ველი ეტაპი მიმდინარეობდა 2004–6 წლებში და მისი რეალიზებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 2,7მილიარდი ტენგე. შედეგად ჩატარდა პრაქტიკულად ყოვლისმომცველი აღდგენითი სამუშაოები. პროგრამის მუშაობის უკვეშვიდწლიანი გამოცდილება ადასტურებს, რომ ამას მივყავართ ქვეყნის ახალი კულტურულ–ისტორიული ლანდშაფტისშექმნისკენ.