საწარმოს ეკონომიკური პროცესების ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელირება

2020

Толық мәтін Ашық қол жеткізу: Gold Метадеректер (CSL-JSON)
DOI 10.46361/2449-2604.7.2.2020.49-63
Деректер сенімділігі 70 орташа
Бұл баға қалай есептеледі

Ол жазбаның өзінің тексерілетін белгілерінен құралады: мақаланың DOI-і бар ма, оның деректерін қанша тәуелсіз дереккөз растады, міндетті өрістер толтырылған ба және соңғы растау қаншалықты жаңа. Дереккөздер арасындағы алшақтық пен идентификатордың болмауы бағаны төмендетеді. 80-нен бастап мән жазбаның қосымша тексерусіз жарияланғанын, 60-тан 79-ға дейін — оның сенімділігі төмен күйде жарияланғанын және қолмен тексеру ұсынылатынын білдіреді. Редактор қолмен тексерген жазбаны қайта есептеу 90-нан төмен түсірмейді. Бұл — мақаланың өзіне емес, ол туралы деректерімізге берілген баға.

Аңдатпа

კახაბერ გაბელაშვილი გუმარბეკ დაუკეევის სახელობის ალმათის ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის უნივერსიტეტის მენეჯმენისა და მეწარმეობის კათედრის ასოცირებული პროფესორი, ყაზახეთი, ალმათი E-mail: k.gabelashvili@aues.kz http://orcid.org/0000-0002-1054-8008 ელისო ირემაძე ბაშკირეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტერლიტამაკის ფილიალის მათემატიკური მოდელირების კათედრის დოცენტი, რუსეთი, სტერლიტამაკი E-mail: e.o.iremadze@strbsu.ru http://orcid.org/0000-0001-5955-1083 ნურლან ნურსეიტი ყაზახურ-ამერიკული უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის კათედრის აცოცირებული პროფესორი , ყაზახეთი, ალმათი E-mail: n.nurseiit@gmail.com http://orcid.org/0000-0002-7911-4777 მოკლე აღწერა სტატიაში ნაჩვენებია, რომ საწარმოს განვითარების თანამედროვე ეკონომიკური ტენდენციები მოითხოვს საწარმოს ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის მართვის პროცესების დაგეგმვისას ეკონომიკური და მათემატიკური მეთოდებისა და მოდელების შემუშავებისა და გამოყენების ეფექტური მექანიზმებისა და ინსტრუმენტების მოძიებას, უფრო სრულყოფილი, ობიექტური და კომპლექსური მართვის სისტემის მისაღებად; კომერციული საქმიანობის შედეგებზე მოქმედი ფაქტორების უფრო სრულად გამოვლენად; მიახლოებითი ან გამარტივებული გამოთვლების ზუსტი გაანგარიშებით ჩასანაცვლებლად; ანალიზის მრავალგანზომილებიანი ამოცანების ფორმულირებისა და გადაწყვეტისთის. აღნიშნულია მართვის ოპტიმიზაციის ისეთი მოდელებისა და მეთოდების გამოყენების აუცილებლობა, რომლებიც საშუალებას მოგვცემს საწარმოს მართვის პროცესში მოხდეს მომავალი საქმიანობის დაგეგმვა, მოტივაცია და პროგნოზირება. ეკონომიკური და მათემატიკური მოდელირების გამოყენება შესაძლებელს გახდის წარმოების ისეთი გეგმის განსაზღვრას, რაც შესაძლებელს გახდის ეკონომიური პროცესების წარიმართოს საჭირო მიმართულებით. საწარმოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელის შექმნას საფუძველად დაედო საწარმოს საქმიანობის ოპტიმიზაციის მოდელი, დახარჯული კაპიტალისა და შრომითი რესურსების შეზღუდულობისა და მოგების მაქსიმიზაციის კრიტერიუმის შესაბამისად. ოპტიმიზაციის ძირითად კრიტერიუმად განიხილება მოგების მაქსიმიზაცია. მაქსიმალური მოგების ინდიკატორი ოპტიმიზმის მთავარ კრიტერიუმად განიხილება. მოგების მაქსიმიზაციის კრიტერიუმი სრულად აკმაყოფილებს საწარმოს მთავარ მიზანს - წარმოებისა და კომერციული საქმიანობის ეკონომიკური ეფექტურობის გაზრდა. ეკონომიკური პროცესებისა და სისტემების ანალიზისას ეკონომიკური- მათემატიკური მოდელირება განხორციელდა რამდენიმე ეტაპად: პირველ ეტაპზე გამოვლენილი იქნა ეკონომიკური პრობლემები და განხორციელდა მისი თვისობრივი ანალიზი. ამ ეტაპზე გამოვლინდა სიმულაციური ობიექტის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლები და თვისებები, გამოიკვლეულ იქნა ობიექტის სტრუქტურა და ძირითადი დამოკიდებულებები; მეორე ეტაპზე შიქმნა მათემატიკური მოდელი, ე.ი. მოხდა ეკონომიკური პრობლემის ფორმალიზება, რაც აისახა კონკრეტულ მათემატიკურ დამოკიდებულებებსა და ფორმულებზე; მესამე ეტაპზე ჩატარდა მათემატიკური ანალიზი. მისი მთავარი მიზანი იყო მოდელის მსგავსი თვისებების გამოვლენა; მეოთხე ეტაპზე მომზადდა საწყისი მონაცემები; მეხუთე ეტაპზე ჩატარდა რიცხვითი გაანგარიშებები; მეექვსე, დასკვნით ეტაპზე გაანალიზდა რიცხვითი შედეგები და მათი გამოყენების რაციონალურობა. საწარმოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ოპტიმიზაციის მოდელის გამოყენების შედეგად მიღებულ იქნა, რომ მოკლევადიან პერიოდში, ძირითადი საშუალებების ფიქსირებული მოცულობისას, მაქსიმალური მოგების მისაღწევად აუცილებელია საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობის ოპტიმიზაცია 5422 ადამიანამდე. საკვანძო სიტყვები: ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდები, საწარმოს სამეურნეო საქმიანობა, ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი, კავშირის და კორელაციის შეფასება, რეგრესიული ანალიზი, ეკონომიკური მაჩვენებლების პერიოდული რყევები.